X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23 აგვისტო 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც რეგიონის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მოიცავს.

პირველ ეტაპზე, კახეთის რეგიონში 32 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაიწყო, ჯამური ბიუჯეტით 74 მილიონი ლარი. ამ დროისთვის დასრულებულია 7 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხოლო 23 ბაღზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე სამშენებლო პროექტები, სამუშაოების პროგრესის შეფასების მიზნით.